სამცხე-ჯავახეთში -კოვიდინფიცირების 60 ახალი შემთხვევაა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული
შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან
არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა,
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია
ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი
ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82 835-ს.
ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს
ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. კერძოდ, ბოლო 24 საათში
გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 65 291-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 15, აჭარაში - 5, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ხოლო
ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ
გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების
მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში
გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა - 516, იმერეთი - 477, ქვემო
ქართლი - 178, შიდა ქართლი - 181, გურია - 82, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 212, კახეთი - 70, მცხეთა-მთიანეთი - 121,
სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. 5 658
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 652, აჭარაში - 930, იმერეთში - 1 143. მძიმე
პაციენტი გვყავს 787, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 135,
იმერეთში - 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი,
მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 110, იმერეთში - 27. 3 315
ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 - აჭარაში, 1 248 -
თბილისში, ხოლო 229 - იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -
425, აჭარაში -1 540, ხოლო იმერეთში - 32.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია -
15 501 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი,
საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში - 17 779, იმერეთში - 5
230“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.