სამცხე ჯავახეთი გამოვლენილია ინფიცირების - 76 ახალი შემთხვევა
დღეს, 14 ნოემბერს საქართველოში
გამოვლენილია ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 504 ახალი
დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო
საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე
ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
დადასტურებული 3 504 ახალი შემთხვევიდან 1 232 თბილისში გამოვლინდა,
603 აჭარაში, 619 კი იმერეთში.
რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
თბილისი - 1 232
აჭარა - 603
იმერეთი - 619
ქვემო ქართლი - 122
შიდა ქართლი - 140
გურია - 94
სამეგრელო ზემო სვანეთი - 397
კახეთი - 102
მცხეთა- მთიანეთი - 97
სამცხე ჯავახეთი - 76
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10,
აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2,
კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების
შემთხვევა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 749 მძიმე პაციენტია, მათ შორის 340 ხელოვნური
სუნთქვის აპარატზე.
ბოლო 24 საათში საქართველოში 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33
პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 76 658
გამოჯანმრთელებულია - 58 674
გარდაცვლილია - 669
კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 425
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 361
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 355
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41
პაციენტი.