ქუთაისში კორონავირუსი 102 წლის ბებომ დაამარცხა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში
კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. პაციენტი
თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან ხვალ გაეწერება.
მოხუცი ხანდაზმულთა სახლში
დაინფიცირდა.ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 78 კოვიდდადებითი
პაციენტი რჩება.
13 ნოემბრის მონაცემებით, ბორჯომში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს
დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 74
შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 1104 გახდა.