სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირების 95 შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში 24 საათის განმავლობაში
გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა, -
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა
განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია
ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი
ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 69
681-ს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობით
ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში
გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 52 169-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 11, აჭარაში - 11, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1,
გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26
თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების
მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში
გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა - 502, იმერეთი - 517, ქვემო
ქართლი - 192, შიდა ქართლი - 126, გურია - 95, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 332, კახეთი - 100, მცხეთა-მთიანეთი - 107,
სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887. 4 918
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 801, იმერეთში - 973. მძიმე
პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 103,
იმერეთში - 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი,
მათ შორის, თბილისში - 162, აჭარაში - 90, იმერეთში - 33. 3 311
ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 560 - აჭარაში, 1 207 -
თბილისში, ხოლო იმერეთში -284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -
370, აჭარაში-1 307, ხოლო იმერეთში - 39.
სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია -
14 354 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი, საიდანაც
თბილისში არის 6 726 ადამიანი, აჭარაში - 16 997, იმერეთში - 4 328“,
- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.