დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 2
859 შემთხვევიდან, 1 197 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო
საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსიმა ალექსანდრე
ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა აჭარაში გამოვლენილია ინფიცირების 620 შემთხვევა, ხოლო
იმერეთში 438.
“დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების
მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში
გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო
ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო
სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38,
სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო
სვანეთში - 28”,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით,
ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 18 პირიდან 7 თბილისში მკურნალობდა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 4, იმერეთში - 4, ქვემო ქართლში -
2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან
დღემდე სულ გვაქვს 441 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა
ხოჯევანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 345
პირია.