ბოლო 24 საათის განმავლობაში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, სამხარეო
ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით 25 ახალი
შემთხვევიდან 2 ბორჯომის მუნიციპალიტეტშია,
9 შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა, 2 – ადიგენში და 8 –
ახალქალაქში.
რეგიონში მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 165-მდე
პირი.
ამ ეტაპზე 304 ტესტის პასუხსს ელოდებიან.
რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 1022 პირი იმყოფება.
აქედან ბორჯომში - 126, ახალციხეში - 434, ახალქალაქში -
140,
ადიგენში - 152, ნინოწმინდაში - 62, ასპინძაში -108.
კარანტინში იმყოფება 403 ადამიანი. აქედან, ბაკურიანში -
355, ახალციხეში - 48.
6 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 625
კოვიდინფიცირებულია, მათგან 95 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8
პირი.