სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 25 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
ბოლო 24 საათის განმავლობაში
საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 2775 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა
განაცხადა.
გამოჯანმრთელდა 3560 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
37019-მდე გაიზარდა.
გარდაიცვალა 22 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 423
გარდაცვალების შემთხვევაა.
დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების
მიხედვით მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
თბილისში გამოვლენილია 1044 შემთხვევა, აჭარაში - 503, იმერეთში -
526, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში- 177, გურიაში - 89,
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 43,
სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო
სვანეთში - 8.
ამ ეტაპზე. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 279, აჭარაში - 734.
619 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 336, აჭარაში - 83.
აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი - მათ შორის,
თბილისში - 124, აჭარაში - 79. არის კოვიდ-სასტუმროში 2 438 ადამიანი,
მათ შორის, 1 174 - აჭარაში, ხოლო 841 - თბილისში. 7469 ადამიანი
მკურნალობს ბინაზე. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება
31370 ადამიანი, - განაცხადა ალექსანდრე
ხოჯევანიშვილმა.