ბორჯომში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ბოლო 24 საათის განმავლობაში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო
ადმინისტრაციის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, 4-ვე
კოვიდინფიცირებული ახალციხეშია გამოვლენილი.
რეგიონში მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 55-მდე პირი. ამ
დროისათვის გამოსაკვლევია 296 ნიმუში.
გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და მათი რიცხვი სულ
68-ს შეადგენს.
რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 936 პირი იმყოფება. აქედან
ბორჯომში - 83, ახალციხეში - 422, ახალქალაქში - 150,
ადიგენში - 130, ნინოწმინდაში - 96, ასპინძაში -55.
კარანტინში იმყოფება 337 ადამიანი. აქედან, ბაკურიანში -
309, ახალციხეში - 28.
3 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 516
კოვიდინფიცირებულია, მათგან 9 პირი გარდაიცვალა.