სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში
საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა 1 833 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა.
გარდაიცვალა 20 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 362
გარდაცვალების შემთხვევაა.
დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების
მიხედვით მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 506, იმერეთში - 324,
ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში - 47, სამეგრელო-ზემო
სვანეთში - 200, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 39,
სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო
სვანეთში - 4.
ამ ეტაპზე. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 699.
589 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 90.
აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი - მათ შორის,
თბილისში - 163, აჭარაში - 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში,
მათ შორის, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი
მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში 3 080 პირია, მათ შორის, თბილისში - 621,
აჭარაში-1 412.
სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრამდე პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია
- 11 489 პირი.