სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 34 პირს დაუდასტურდა
კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან,
თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია
მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12
ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში
- 2, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან
დღემდე სულ გვაქვს 285 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა
მეზვრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან,
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგნაირად
გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში - 381,
იმერეთში - 313, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში -
18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19,
მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო
სვანეთში - 11.
„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142. 4 200
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 711. მძიმე პაციენტი გვყავს 490,
მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის
აპარატზე არის 121 პირი - მათ შორის, თბილისში - 52, აჭარაში - 39. 2
324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 - აჭარაში, ხოლო
1 212 - თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე.საკარანტინე სივრცეში
გვყავს 3 070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 593, აჭარაში-1 435.სულ
6-29 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 026 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც
თბილისში - 3 643 პირი, აჭარაში - 11 740, იმერეთში - 3 972 “, -
განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.