ბორჯომში კორონავირუსი სამ პირს დაუდასტურდა
სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის
უფროსის გიორგი მიქელაძის ინფორმაციით ბორჯომში კორონავირუსი სამ პირს
დაუდასტურდა,
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში
კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევაა, აქედან ყველაზე მეტი 21 შემთხვევა
ახალციხეში გამოვლინდა. ადიგენში 3, ასპინძაში 3, ახალქალაქში 8,
ნინოწმინდაში 6, ბორჯომში 3 შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონში 1019 პირი თვითიზოლაციაშია, კორონავირუსის დიაგნოზით ორი
პირი გრდაიცვალა, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორივე მათგანი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი იყო.