covid-19
ბოლო 24 საათში სამცხე -ჯავახეთში კორონავირუსის 11 შემთხვევა დადასტურდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1872 ახალი შემთხვევიდან თბილისში ინფექცია 913 პაციენტს დაუდასტურდა, იმერეთში 337-ს, ხოლო აჭარაში 296-ს.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში, 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შიდა ქართლში 54, გურიაში 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში 90, კახეთში 13, მცხეთა- მთიანეთში 30, სამცხე -ჯავახეთში 11, რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი -7.

"ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში ამ კუთხით გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევას, დღეის მდგომარეობით 18 692 აქტიური შემთხვევაა. 3 832 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1969 პირი, ხოლო აჭარაში 657. მათ შორის მძიმე პაციენტია 401, საიდანაც თბილისში 159, ხოლო აჭარაში 80. მათგან ხელოვნურ სუნთქვაზეა 117 პირი, საიდანაც თბილსში 71 მკურნალობს, აჭარაში 23. 12611 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 27736 პირი", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
დღეს კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. ქვეყანაში დღეს ახალი 1872 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობა 30303-ს შეადგენს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.