სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 24 შემთხვევა დადასტურდა
კორონავირუსის 1595 შემთხვევიდან,
563 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. 24
საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა შეადგენს 9 401 პირს. სამწუხაროდ, 24 საათში 6 ადამიანი
გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გვაქვს 178
გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან,
თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო
ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო
სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26,
სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო
სვანეთში - 0.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007, 21 ოქტომბრის
დღის პირველი ნახევრის მონაცემებით. 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში,
მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 584, აჭარაში - 646. მძიმე
პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 79.
აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის,
თბილისში - 48, აჭარაში - 12. 1 848 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ
შორის, 1144 - აჭარაში, ხოლო 555 - თბილისში. 7164 პირი მკურნალობს
ბინაზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით. საკარანტინე
სივრცეში გვყავს 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 939,
აჭარაში-2 221. სულ 6-21 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია
- 7 285 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931
პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში - 9 254,
იმერეთში - 3 479. ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც
ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და
გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს
მოსახლეობას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
ავრცელებს.