საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ინციფირებული გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში
კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა
78-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული
განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა,
გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარაში
მკურნალობდა. გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.
„4 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, ოთხივე არის ქალი - 65, 76, 80 და
90 წლის. მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ
ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს“,- განაცხადა ენდელაძემ.
მისი თქმით, 45 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა
კრიტიკულია.
„ჩვენს ცენტრში გახლავთ 45 კოვიდინფიცირებული. 7 გახლავთ მძიმე,
კრიტიკული სამი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო
სიმძიმისაა“,- განაცხადა ენდელაძემ