საქართველოში კორონავირუსის 314
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
5866-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ
ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან
კიდევ 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 2324
-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა
800 -ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან,
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.