რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ
მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ონლაინ შეხვედრისას
თავად აცნობა და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში გადადის.
“ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რომ ტესტმა, რომელიც მე
ჩავიტარე კორონავირუსზე, დადებითი შედეგი აჩვენა.რეკომენდაციის
შესაბამისად, უნდა დავიცვა თვითიზოლაცია, შევასრულო ექიმების
მითითებები.ამის გაკეთება აუცილებელია, რათა დავიცვა ჩემი
კოლეგები“ - განუცხადა მიშუსტინმა ვლადიმერ პუტინს, რომელთა
შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
მიშუსტინმა მისი მოვალეობის შემსრულებლად პრეზიდენტს პირველი
ვიცე-პრემიერის ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა შესთავაზა, რომელსაც
პუტინი უკვე დათანხმდა.