კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 511 -მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით
გაიზარდა და 511 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული
ადამიანების რიცხვი 15-ით არის გაზრდილი.
კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 534 პირი. ინფორმაციისთვის, 511 ადამიანიდან 156
გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.