კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
218-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის
რეჟიმშია 4722 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408
პირი.
ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 218 ადამიანიდან
50 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.