კორონავირუსისგან 48 პაციენტი განიკურნა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 48 პაციენტი
გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
ვებ-გვერდზე, STOP.COV.GE-ზე არის განთავსებული.
ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით საერთო ჯამში
ინფიცირებულია 208 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის
რეჟიმშია - 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 375
მოქალაქეა.