კორონავირუსისგან 46 პაციენტი განიკურნა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 46 პაციენტი
გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
ვებ-გვერდზე, STOP.COV.GE-ზე არის განთავსებული.
ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით საერთო ჯამში
ინფიცირებულია 196 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის
რეჟიმშია - 4674 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 362
მოქალაქეა.