კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196-მდე გაიზარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის
დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის
ინფექციის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაემატა.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიებში PCR სტანდარტით
200-მდე კვლევა მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, რომ გვექნება შემთხვევების მატება. ბოლო სამი დღის
განმავლობაში იყო ორნიშნა მატებები 15-18. დღეს დილით გვქონდა 7 ახალი
შემთხვევა. ახლა დაემატა ერთი და ჯამში არის 196 ლაბორატორიულად
დადასტურებული შემთხვევა 3271 გამოკვლეული ადამიანიდან. ჯამში 3457
ნიმუში გაიტესტა" - განაცხადა გამყრელიძემ.