საქართველოში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა
თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"გარდაიცვალა 86 წლის პაციენტი,მას ჰქონდა მძიმე თანმხლები
დაავადებები,2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა რეანიმაციაში" -
განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ
შეგახსენებთ,რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ქვეყანაში
კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 45
პაციენტი,გარდაიცვალა 3 ადამიანი,კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708
მოქალაქე,ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პირი.