კორონავირუსისგან 39 ადამიანი განიკურნა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 39 პაციენტი
გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
ვებ-გვერდზე, STOP.COV.GE-ზე არის განთავსებული.
ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით საერთო ჯამში
ინფიცირებულია 188 ადამიანი. გარდაცვლილია 2 პაციენტი. კარანტინის
რეჟიმშია - 5056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386
მოქალაქეა.