კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-მდე
გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 276 პირი.
ინფორმაციისთვის, 90 ადამიანიდან 16 გამოჯანმრთელებულია.