covid-19
ქვეყანაში ფართომაშტაბიანი ეპიდემიის რეალური საშიშროებაა - ამირან გამყრელიძე
"საშიშროება სერიოზულია, მომავალი ერთი თვე იქნება ძალიან რთული" – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდის სირთულე ქვეყანაში უდიდეს დღესასწაულს უკავშირდება.

„საშიშროება სერიოზულია. მომავალი ოთხი კვირა, ერთი თვე იქნება ძალიან რთული. ამიტომ ყველამ დავიცვათ, ის, რასაც ჯანდაცვის უწყება და საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ.
ეს ოთხი კვირა, მომავალი ერთი თვე ემთხვევა ყველაზე უფრო დიდ დღესასწაულს ქვეყანაში, ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, მიჭირს ამის თქმა ახლა მოსახლეობისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს, თუ არადა ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების.

ვუყურებ, რომ მოეშვა ცოტა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში, იქნება მანქანით, თუ ფეხით, ისევ არის თავშეყრა. ვერავის აუკრძალავ, რომ რაღაცა უხაროდეს, მაგრამ ვართ საგანგებო ვითარებაში ქვეყანაში, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია არის ქვეყანაში და შეიძლება, ეს გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორიც გახდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ხედავთ, ხომ რა ხდება იქ და კიდევ მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. ამიტომ, ვთხოვთ კიდევ ერთხელ ყველას, დავიცვათ ის რეჟიმი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძაფრი იარაღი ეპიდემიასთან ბრძოლის. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე მაინც, რომ ვიყოთ სახლებში, განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები, მაღალი რისკის მქონე ადამიანები. დაიცვას ყველამ კარანტინი.“ – განაცხადა გამყრელიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.