ახალციხეში 12 დეკემბერს, ფოკუს ჯგუფების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
„სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ახალციხეში, 12 დეკემბერს, 16:00
საათზე, ფოკუს ჯგუფის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
საჯარო განხილვა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგება
მისამართზე: ქ. ახალციხე, მანველიშვილის ქუჩა N19.
კვლევა მიზნად ისახავდა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული
ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას, უფრო კონკრეტულად, ადგილობრივ
პროცესებში მოქალაქეთა ინფორმირებულობის და ჩართულობის მექანიზმების
შესწავლას.
ფოკუს ჯგუფები ახალციხის მუნიციპალიტეტში 2018 წლის
ოქტომბერ-ნოემბერში ,,სამცხე-ჯავხეთის მედია ცენტრის’’ ორგანიზებით
ჩატარდა.
აღნიშული კვლევა „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ (SJMC) პროექტის _
„ღია და ეფექტური მმართველობისათვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ეროვნული
წვლილი დემოკრატიისათვის (NED) დაფინანსებით ახორციელებს.