სოფელ ციხისჯვარში, 29 წლის ნადეჟდა პავლოვა 4 შვილის დედაა. მან და
მისმა მეუღლემ ოჯახი ადრეულ ასაკში, არასრული საშუალო სკოლის
დამთავრების შემდეგ შექმნეს და უმაღლესი განათლების მიღებაზე არც
უფიქრიათ.
ნადია დიასახლისია, მისი მეუღლე კი მწყემსი. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი
შვილების მომავალს სხვაგვარად ხედავს. სურვილი აქვთ, რომ ბავშვებმა
უმაღლესი განათლება მიიღონ, საკუთარი პროფესია ჰქონდეთ და სოფელს თავი
დააღწიონ.
პროფესიაზე ადრე არ უფიქრია, თუმცა ახლობლებისთვის სადღესასწაულო
ვარცხნილობების გაკეთების შემდეგ ნადიას სურვილი გაუჩნდა, რომ თმის
სტილისტის ხელობა შეისწავლოს და სილამაზის სალონი გახსნას, თუმცა
შვილების გაზრდამდე დედას ეს ნატვრა გადადებული აქვს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.