ძლიერი ქარის გამო ხანძრის რამდენიმე კერა გააქტიურდა
ქარმა ხანძრის ახალი კერები გააჩინა,თუმცა ვითარება კონტროლს
ექვემდებარება.ძლიერი კვამლისა და ცუდი ხილვადობის გამო ავიაციამ
მუშაობა დილამდე შეწყვიტა.
ადგილზე მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ
მეხანძრე-მაშველები.ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩართულია მძიმე
ტექნიკა.ამ დროისთვის ხანძრის რამდენიმე კერა კვლავ აქტიურია,თუმცა
როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ მოსახლეობას საფრთხე არ
ემუქრება.სტიქიის ზონაში ხანძრის ლოკალიზება მთელი ღამის განმავლობაში
გაგრძელდება.საგანგებო შტაბი ხვალ დილით თათბირს გეგმავს,სადაც
შემდგომი მოქმედების გეგმა განისაზღვრება.