ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს
"ქართული ოცნების" დელეგატებმა ბიძინა ივანიშვილი პარტიის
თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნულ
პოსტზე მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
მმართველი პარტიის რიგით მეხუთე ყრილობას, "ქართული ოცნების"
დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი,
თბილისის მერი, კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი,
პარლამენტის თავმდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის ყოფილი და
მოქმედი დეპუტატები, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და რაიონული
ორგანიზაციის თავმჯდომარეები ესწრებიან.
პარტიამ ასევე დააამტკიცა ახალი პოლიტსაბჭო.