რუსეთი უკრაინას ფრთოსანი რაკეტებით უტევს, ისმის აფეთქებების ხმები
დღეს დილიდან უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალები მასიურ სარაკეტო
თავდასხმას ახორციელებენ,
- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დილით Tu-95MS ტიპის 7 სტრატეგიული ბომბდამშენი
აფრინდა ცაში. ამასთან,რუსებმა შავი ზღვიდან „კალიბრები“ გაუშვეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების
ხმები ისმის. ქვეყანაში დაიწყო ელექტროენერგიის გათიშვა.
ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ
სინეგუბოვი იუწყება, რომ მტერმა ხარკოვზე სამი დარტყმა განახორციელა.
შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია.