უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი გარდაიცვალა
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე
112 ბავშვი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორაციას Sky News
უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ომის შედეგად 140 ბავშვი დაშავდა.
ცნობისთვის, გუშინ 109 ბავშვის გარდაცვალების შესახებ ვრცელდებოდა
ინფორმაცია. ლვოვში საპროტესტო აქტის სახით, მოედანზე, სწორედ ამ
რაოდენობის ცარიელი ეტლი გამოიტანეს, იმის ნიშნად, რომ რუსეთი
უკრაინაში ბავშვებს ხოცავს.
წყარო:www.interpressnews.ge