კონფლიქტი
აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა - სომხური მედია
აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა
სომეხი ჯარისკაცი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანული მხარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვის
ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით დისლოცირებული დანაყოფის საგუშაგოზე
მყოფი კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი დაიჭრა და მიღებული ჭრილობების
შედეგად გარდაიცვალა.
სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები
ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად
როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის
შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და
დაიჭრა.
გააზიარეთ :