კონფლიქტი
სომხეთი აზერბაიჯანის განცხადებას ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით დანაშაულად აფასებს
აზერბაიჯანული მხარის განცხადება, მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით, დანაშაულია.- ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის ოფიციალურ პირებს აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის განხორციელება არასდროს უხსენებიათ. ჩვენი დიპლომატები და პოლიტიკოსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე მუშაოებენ. ამ სახის განცხადებები დანაშაულია,"- განაცხადა ოვანისიანმა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში მათ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე საპასუხო იერიშის მიტანა შეუძლიათ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.