კონფლიქტი
აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით ემუქრება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აფრთხილებს, რომ შეტევის შემთხვევაში სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება.
მანამდე, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვარაუდი, რომ ერევანმა შესაძლოა, შეტევა განახორციელოს აზერბაიჯანში მდებარე მინგეჩაურის წყალსაცავზე.

ბაქოში განაცხადეს, რომ ფლობენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებს და მოწინააღმდეგე ვერ შეძლებს რაკეტის გაშვებას მათი სტრატეგიული ობიექტის მიმართულებით.

"ამავდროულად, სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ უახლეს სისტემებს, რომელიც ჩვენი არმიის შეიარაღებაშია, მაღალი სიზუსტით შეუძლია მეცამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის მიყენება, რაც სომხეთისთვის უდიდესი ტრაგედია იქნება", - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიახლიმ.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.