კონფლიქტი
აზერბაიჯანულმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს
2-3 საათიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„3-4 საათიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ დღეს დილიდან პროვოკაციული ოპერაციები განაახლა და სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი კვლავ გახსნა. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი პასუხი გასცეს. არ არის გამორიცხული, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგი განეცადა ”, - დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესპიკერმა შუშან სტეპანიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.

გუშინ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.