კონფლიქტი
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან მიმდინარე ბრძოლის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„12 ივლისის შუადღიდან დაწყებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, რომელმაც უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩვენი პოზიციები. დანაკარგებია ორივე მხარეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლები ამ მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ მდგომარეობას“ , - განუცხადეს სააგენტოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა ორი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია ხუთი ჯარისკაცი. მათივე ცნობით, ადეკვატური ზომების შედეგად მოწინააღმდეგემ მიღო დანაკარგი და უკან დაიხია.

„ნიუს.ამ“-ის ინფორმაციით, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი შუშან სტეპანიანი წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულიძალების სამხედროები 12:30 საათზე, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, „უაზ“-ის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით.

„სომხური მხარის გაფრთხილების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის სამხედროებმა მიატოვეს ავტომანქანა და დაბრუნდნენ საკუთარ პოზიციებზე. 13:45 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით შეეცადნენ დაეკავებინათ ჩვენი საყრდენი პუნქტი. თუმცა, ცეცხლის გახსნის შედეგად ისინი უკუიქცნენ, რა დროსაც დაკარგეს ცოცხალი ძალა. სომხეთის მხრიდან დანაკარგი არ არის“, - წერს თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.