"ამ დროის მონაცემებით საკუთარი ხმა ბორჯომში 5721 მოქალაქემ დააფიქსირა" - თამარ რაზმაძე
26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების ამ დროის მდგომარეობა ბორჯომში.
„არსებული ინფორმაციით ამ დროის მონაცემებით საკუთარი ხმა ბორჯომში
5721 მოქალაქემ დააფიქსირა“ , ბორჯომის #36 საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის, თამარ რაზმაძის ინფორმაციით , ბორჯომში საარჩევნო
პროცესი მშვიდ ვითარებაში, დარღვევის გარეშე მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 24 საარჩევნო უბანია
ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში 26 643 ამომრჩეველია. 14 251 ქალი, 12 392 კაცი.
გადასატანი ყუთით ბორჯომის მუნიციპალიტეტში 433 ადამიანი
ისარგებლებს.