საზოგადოება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

დილის 08:00 საათიდან ყველა საარჩევნო უბანი ოფიციალურად გაიხსნა, ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება, საღამოს 20:00 საათამდე შეეძლება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველმა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უნდა გააფერადოს საქართველოში არსებულ უბნებზე, ხოლო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე - შემოხაზონ.

ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 508 294 ადამიანი შეადგინა.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 3 113 747 ამომრჩეველი შეძლებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 26 643 ამომრჩეველია. 14 251 ქალი, 12 392 კაცი. მონაცემები ცესკოს ვებგვერდზეა განთავსებული

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 26 ოქტომბერს 24 საარჩევნო უბანი იმუშავებს.

აქედან 8 უბანზე (2 უბანი ბაკურიანში, ანდეზიტში,ბალანთაში, ტაბაწყურში, ტაძრისში, ციხისჯვარსა და მოლითში) არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდება, ხოლო 16 საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები.

გადასატანი ყუთით ბორჯომის მუნიციპალიტეტში 433 ადამიანი ისარგებლებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.