ახალი ამბები
შაბათს ბორჯომობაა - რა ჯდება სახალხო დღესასწაული და როგორია პროგრამა
14 სექტემბერს, ბორჯომში ქალაქის დღესასწაული „ბორჯომობა“ იმართება. ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელია შპს „გეოპროფი“, კომპანიამ ტენდერი მოიგო და ქალაქის დღესასწაულის ჩასატარებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან (ადგილობრივი ბიუჯეტი) 108 088 ლარს მიიღებს.

სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ „ბორჯომობის“ პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს ზღაპარს „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ და შესაბამისად პერსონაჟებიც დღესასწაულზე, ამ ზღაპრის გმირები იქნებიან.

108 088 ლარში გათვალისწინებულია სხვადასხვა აქტივობები, პერსონაჟების მოწვევა, სცენა, სარეკლამო ბანერი, ინსტალაციები, ხის დახლები გამოფენა-გაყიდვისთვის. კონცერტის წამყვანის ანაზღაურება.

ღონისძიების შემდეგ საზეიმო ვახშამია დაგეგმილი 150 სტუმარზე, სატენდერო დოკუმენტებით ვახშმისთვის გათვალისწინებულია 15 000 ლარი.


ბორჯომობის პროგრამა კი ასე გამოიყურება:

12:00 საათი - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

16:00 საათი – სპორტული ღონისძიება. მარათონი, პლატოს აღმართი.

17:00 საათი - საბავშვო ღონისძიებები ინსტალაციები, პერსონაჟები, გასართობი აქტივობები.

18:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

19:00 საათი -ოფიციალური პირების მილოცვა ბორჯომელებსა და ბორჯომის სტუმრებს. საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.

19:30 საათი- გალა-კონცერტი, მონაწილეები ,,ოჩოს ქოხი"

21:00 საათი – ფეიერვერკი

Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.