ბორჯომის ამბები
დღეს ბორჯომის გენერალური გეგმის ხედვა წარადგინეს
ბორჯომის გენერალური გეგმის ხედვაზე მუშაობა დასრულდა. ხედვაზე „სითი ინსტიტუტი საქართველომ” 4 თვის განმავლობაში იმუშავა.
ხედვის შემდეგი ეტაპი განვითარების კონცეფციაზე მუშაობაა.


რა წერია ხედვის დოკუმენტში?

შემუშავებულ ერთიან ხედვას, რომელიც ბორჯომის საკურორტო იდენტობის გაძლიერებას ემსახურება, 5 მთავარი მიზანი აქვს:

  • საკურორტო რესურსის ოპტიმიზაცია;

  • იერსახის გაუმჯობესება;

  • დივერსიფიცირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა;

  • საქალაქო ცხოვრების დონის ამაღლება;

  • უსაფრთხოებისა და მედეგობის გაზრდა.

დასახელებული მიზნების მიღწევა, თავის მხრივ, 3 ალტერნატიული გზით ანუ 3 განსხვავებულ მიმართულებაზე აქცენტირებითაა შესაძლებელი:

  • ლანდშაფტის დაცვის პრიორიტეტად ქცევა და მომავალი განვითარებისთვის ბაზისის შექმნა;

  • განვითარების საწყის სტადიაზე ეკონომიკური საკითხებისთვის პრიორიტეტის მინიჭება;

  • ადგილობრივი საჭიროებების პრიორიტეტად განსაზღვრა და სოციალური ბაზისის შექმნა.

ლანდშაფტის პრიორიტეტის მიმართულებით არსებობს რისკები იმისა, რომ ქალაქმა ამ
ბაზისის შექმნაში პოტენციურად დაკარგოს ეკონომიკური სარგებლიანობის
პერსპექტივები, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის ღონისძიებები
მოითხოვენ საკმაოდ დიდი რესურსის ფინანსებს. დადებით კონტექსტში, ამგვარი
განვითარება პირდაპირ პასუხობს იმ მიზანს რომ ლანდშაფტი და ბუნებრივი გარემო
გარანტირებულად წამყვანი ელემენტი იქნება მომავალშიც.

ეკონომიკური პრიორიტეტის მიმართულებით აღსანიშნავია სწრაფი ეკონომიკური
სარგებლიანობის შესაძლებლობის გაჩენა, რომელიც შემდგომში შესაძლებელია
სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას მოხმარდეს. თუმცა, ქართულ რეალობაში
არსებული პრაქტიკები გვანახებს, რომ ეკონომიკაზე ორიენტირებული განვითარება ხშირ
შემთხვევაში ქაოტურ, უსისტემო სახეს იღებს და შემდგომში, მისთვის რეგულაციების და
რეჟიმების დაწესება, როგორც წესი არაეფექტურია.


ადგილობრივი საჭიროების პრიორიტეტის მიმართულებით აქცენტები ძირითადად
მოიაზრებს პირველ რიგში სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნების საპასუხოდ
დაგეგმილი ამოცანებისა და ღონისძიებების განხორციელებას. ეს, მოკლევადიან
პერსპექტივაში, გულისხმობს რესურსების ინვესტირებას ლოკალურად, რომლის
ეკონომიკური სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და სხვა მიმართულებით
სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა ბუნდოვანი.


აღნიშნული რისკებისა და ცალკეული გამოწვევების გათვალისწინებით, განვითარების
სტრატეგიის ოპტიმალური ვარიანტის გამოსაკვეთად, საპროექტო ჯგუფს
მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შეირჩეს წარმოდგენილი 3-ივე ვარიანტის ჰიბრიდული
მოდელი
, რომლის კონკრეტული შემადგენლობა დამკვეთთან ერთად დაზუსტდება
კონცეფციის ეტაპზე. აღნიშნულ მოდელში, პარალელურად წარმოდგენილი იქნება ისეთი
ამოცანები, რომლებიც ფინანსური მოთხოვნებით ერთმანეთს ავსებენ, არ აფერხებენ სხვა
დარგობრივ მიმართულებებსა და რაც მთავარია გარემოზე იქონიებენ მინიმალურ
ზემოქმედებას.

ხედვის წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა. დამსწრეებმა პროექტის გუნდს საკუთარი მოსაზრებები და იდეები გაუზიარეს.




Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.