ახალი ამბები
ეკო ფესტი - ბაკურიანში
ბაკურიანში 15-16 ივნისს დასუფთავების ფესტივალი იმართება. ფესტივალის ორგანიზატორია საქველმოქმედო ორგანიზაცია სადაგი - (საქართველოს დამლაგებელთა გილდია)

სადაგის გუნდი და ბაკურიანის განვითარების სააგენტო მოხალისეებთან და სპონსორებთან ერთად, აგრძელებენ გასულ წელს წამოწყებულ დასუფთავების ფესტივალს. ფესტივალს ტრადიციულად ისევ ბაკურიანი უმასპინძლებს.

"ეკოფესტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში მოხდება ბაკურიანის და მისი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება.

2023 წელს ჩატარებულ ანალოგიურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა მოხალისემ და შეგროვდა 230,000 ლიტრზე მეტი ნარჩენი.

წლევანდელი ფესტივალის მონაწილეთა შორის იქნებიან სხვადასხვა წარმატებული კომპანიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების თანამშრომლები, ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები." - ნათქვამია სადაგის მიერ მოწოდებულ პრესრელიზში.


ფესტივალის განრიგი:

• 15 ივნისი, შაბათი

12:00 - 14:00 რეგისტრაცია - Crystal Hotel (საბაგირო)
13:00 - 13:45 ვორქშოფი გარემოსდაცვაზე - Crystal Hotel
14:00 - 18:00 ჯფუგებად დაყოფა და დასუფთავება - გასვლა Crystal Hotel-დან
18:00 - 19:00 სასტუმროებში დაბრუნება
19:00 - 20:30 ვახშამი - დიდველი გალერი
21:00 - 00:00 კონცერტი & დღის დახურვა -Bakuriani Inn


• 16 ივნისი, კვირა

10:30 - 11:00 რეგისტრაცია - Crystal Hotel (საბაგირო)
11:00 - 15:00 ჯგუფებად დაყოფა და დასუფთავება - გასვლა Crystal Hotel-დან
15:00 - 17:00 ბარბიქიუ და დახურვა - დიდველი გალერი


ფესტივალის მონაწილეებისთვის მხარდამჭერები უზრუნველყოფენ: ხელთათმანებს, სანიტარულ საშუალებებს, ნაგვის ტომრებს, საწვიმრებს (ნალექის შემთხვევაში), წყალს და საღამოს კვებას.

გთხოვთ იქონიოთ თან: წყალგაუმტარი ქურთუკი ცივი ამინდის ან წვიმის შემთხვევაში, სალაშქრო/წყალგაუმტარი, მზისგან დამცავი საშუალება, კეპი და ანტისეპტიკური საშუალება.



Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.