ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის
მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
მოეწყო დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები, განთავსდა სკამები და
ფანჩატური, დამონტაჟდება გარე-განათება. სკვერში გამწვანების
სამუშაოები ჩატარდა.
პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის
ფარგლებში, ბორჯომის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.