როდემდე შენარჩუნდება ნალექი და დაბალი ტემპერატურა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ცნობით, ნალექი და დაბალი ტემპერატურა საქართველოს მასშტაბით 21 მარტამდე შენარჩუნდება.

ცივი ჰაერის მოქმედება 19 მარტის ჩათვლით მთელ საქართვლეოში შენარჩუნდება. ნალექი მოსალოდნელია როგორც დაბლობზე, წვიმისა და თოვლ-ჭყაპის სახით, ასევე მოთოვს მთიან რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა ამ დღეების განმავლობაში, მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ცნობით, 1-6 გრადუსამდე შენარჩუნდება, მთაში კი შესაძლოა 0 გრადუსამდე დაეცეს.
20 მარტს ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ნალექი შესაძლოა დაბლობსა და ბარში წვიმაში გადავიდეს, მცირე თოვაა მოსალოდნელი მთიან და მაღალმთიან რეგიონებში. უამინდობა ქვეყნის მასშტაბით 21 მარტამდე გაგრძელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.