ამინდი
ამინდის პროგნოზი
17 იანვარს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18-20 იანავარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 17 იანვარს შენარჩუნებული იქნება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 18 იანვარს გამოიდარებს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა ბარში ზოგან -8 გრადუსამდე დაიკლებს. 19-20 იანვარს ისევ მოიღრუბლება და მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 17 იანვარს ცივი, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი იქნება. 18 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ღამის საათებში ტემპეტრატურა -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს. 19-20 იანვარს ისევ შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.