ახალი ამბები
ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მზიანი ამინდი იქნება
საქართველოში 12 მარტამდე უმეტესად უნალექო და მზიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით დღეიდან, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსს მიაღწევს.

„4 მარტიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ამაღამ ტემპერატურა 0 - +5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ზოგან -4 გრადუსი. დაბლობში ტემპერატურა 9-14 გრადუსის ფარგლებში იქნება, მთაში -8 – 10 გრადუსის ფარგლებში, დღე კი - 0- +5 გრადუსის ფარგლებში. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, იქროლებს სუსტი ქარი. ბარში ღამით 0-5 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა, ხოლო დღე 5-10 გრადუსის ფარგლებში. შიდა ქართლში ყინვაა მოსალოდნელი -9 - -10 გრადუსის ფარგლებში. მთაში და მაღალ მთაში ტემპერატურა -10- -15 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღისით +2 - +3 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ღამით -3, ხოლო დღისით 9 გრადუსი.

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოში 13-18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 6 მარტს კი, 20 გრადუსამდე ავა. აღმოსალეთ საქართველოში კი, ტემპერატურა 16-18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 მარტს, დასავლეთ საქართველოში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 12 მარტამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.