17-18 ოქტომბერს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია
წვიმა,
ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან
თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი,
სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის
დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,
ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).