ამინდი იცვლება, სამცხე-ჯავახეთში გრილი და წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი
9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი
ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ზოგან
გაწვიმდება.
ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 ოქტომბრის
დილამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. შემდგომში
გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +26 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +12, +17 გრადუსი იქნება.