ძლიერი ქარი და წვიმა ელჭექით-საქართველოში ამინდი უარესდება
3 ოქტომბრამდე საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული
ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია
წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს-ინფორმაციას "გარემოს ეროვნული სააგენტო"
ავრცელებს.