წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი - მომდევნო 24 საათის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 23 აგვისტოს გვიანი საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია
მოსალოდნელი.
მათი ცნობით, ასევე შესაძლებელია, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაც
დაფიქსირდეს.
"23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე ქვეყნის
დასავლეთ ნაწილში და მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ძლიერი
წვიმაა მოსალოდნელი. შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე
3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის
დონის მომატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს
(საფრთხის დონე საშუალო),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.