5 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
5 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ
რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ამის შესახებ ინფორმაციას, "გარემოს ეროვნული სააგენტო"
ავრცელებს.
ქ. თბილისში 5 აგვისტოს უმეტესად უნალექოდ ამინდი იქნება, ჰაერის
ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 5 აგვისტოს
უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით
+31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +27 +32 გრადუსი დაფიქსირდება.
მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +18,
+23 გრადუსი დაფიქსირდება.